LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე”- ვიდეოინტერვიუ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობართან

3305
BeFunky-collage (6)

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე კვლავ ბურუსით მოცულია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უნდობლობას უცხადებს. თეონა თამაზაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობის დაწყებას აღარ გეგმავს და ახლა ქართული მხარის ოფიციალურ მიმართვაზე FBI-გან პასუხს ელოდება.

გარდა ამისა, დედა უნდობლობას იმ დასკვნას უცხადებს, რომლის მიხედვითაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ იმ ჩანაწერის ავტორი, რომელიც გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს, ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილია.

ოჯახის კიდევ ერთი ეჭვი ბაჩანა ლობჟანიძეს უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო.

“არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა ჩემი შვილი სახლიდან”- ბაჩალიაშვილის დედა დღეიდან შიმშილობას იწყებს 

თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი, დეა კაპანაძე “მთავარ არხთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძის შესახებ თამუნას მასთან არასდროს არაფერი უთქვამს.

საქმის ახალი ფიგურანტი, მისივე თქმით, მხოლოდ თამარის გაუჩინარების შემდეგ ჩნდება.

“მაგ ტიპის სახელი საერთოდ არ ვიცოდი, არასდროს უთქვამს თამუნას ჩემთან. ბაჩანამ ჯერ მეგობრობა გამომიგზავნა, არ დავიმატე, შემდეგ ჩემსა და თამუნას ფოტოზე კომენატარი დამიტოვა – დეა მომწერე, არც მაშინ დავეკონტაქტე.

ხუთშაბათს, როდესაც თამუნა მოასვენეს, “ინსტაგრამზე მომწერა” დეა სახლის მისამართი მომწერეო, თუ საჭიროა გავასაჯაროვებ მიმოწერას…მივწერე მისამართი და ამ დროს მწერს, დეა 19-ში თამუნა სად იყო ხომ არ იციო, თამუნას დაბადების დღეს გულისხმობდა, მე სოფელში ვიყავი, თამუნა კი ვიცოდი, რომ რიტასთან იყო ასული.

19 რიცხვის მერე სამჯერ ვნახე თამუნა და არაფერი უხსენებია, ერთ ტიპს შევხდი და საღამო მასთან გავატარე , მსგავსი რამ არ უთქვამს…”- ამბობს ბაჩალიაშვილის მეგობარი.

მეტიც, დეა კაპანაძეს მიაჩნია, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მტკიცება, რომ ის და თამარი წლების განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები, აფსურდია.

,,ეს არის რაღაც აფსურდი. თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული, რომელიც თვითონ გამაცნო და ახლაც მაქვს მასთან კონტაქტი და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე. 2015 წელს გაიცნო ის ადამიანი და 2018 წელს დაშორდნენ. გაწყდა ურთიერთობა.რაც შეეხება ბაჩანას, გარდაცვალების შემდეგ შევედი კონტაქტში, მიგზავნიდა თამუნას ვიდეობს, ვენდე , ავყევი და ვწერდი, მიმოწერასაც გავასაჯაროვებ, არ ვიცი ეს ადამიანი რას წარმოადგენს, როცა შევხდი დამრჩა შთაბეჭდება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა, როგორც მარიამ ვარდიაშვილმა თქვა, კითხვებს მისმევდაო.ყველა მეგობარს მიწერა, თამუნასთან დაკავშირებით ეკითხებოდა”- ამბობს დეა კაპანაძე.

ვიდეოინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულთან: არ ვიცით გარდაცვლილია თუ არა, არ დასტურდება

"ლეპტოპის კონფიგურაცია ისე იყო შეცვლილი, რომ ვერ გაიგებდი ბოლოს ვინ იყო შესული".

ამასთან, მეგობარი ჰყვება, რომ ბოლო პერიოდში უცნაური არაფერი შეუმჩნევია. ამბობს იმასაც, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო.

,,ჩემთან ისიც აქვს ნათქვამი, რომ თუნდაც პატარა რამეს თუ განიცდიდა, ფსიქოლოგი ისე ანახებდა, რომ ამბობდა, რატომ განვიცდიდი ამ რაღაცასო…”

რაც შეეხება ფსიქოლოგთან ვიზიტის მიზეზებს, მეგობარი ამბობს, რომ იყო რაღაც გარემოებები, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

,,რაღაც თავისი პატარ-პატარა პრობლემები ჰქონდა…არასდროს უხსენებია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ან სამსახურზე, რომ ამბობენ, ჩვეულებრივი დეველოპერი იყო, რამდენიმე ენა იცოდა… არ ვიცი, რაში შეაღწია”

ბოლო შეხვედრაზე, 10 ივლისს, თამუნამ მეგობარი გააფრთხილა, რომ მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვერ დაეკონტაქებოდა.

“მითხრა, რომ ვერ მნახავდა, ფიზიკურად დატვირთული ვარო. 20-ში საბაკალავრო ნაშრომის დაცვა ჰქონდა, გვქონია შუალედები”

მეგობარი ამბობს, რომ თამუნა მიზანსწრაფული იყო და საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. რაც შეეხება ვერსიებს, მეგობარი ვერ სცემს პასუხს სჯერა  თუ არა თვითმკვლელობის ვერსიას.

“როგორც ვიცი აქედან წასვლა უნდოდა , შვედეთი, შვეიცარია თუ დიდი ბრიტანეთი- ამ სამი ქვეყნიდან არჩევდა და ინგლისურის სერთიფიკატიც ამიტომ აიღო…”

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნით, 21 ივლისს, ოჯახის ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური: კომპანიასთან კავშირში რამდენიმე მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g