LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანაინვესტირების ფონდი“ მზადაა ინვესტორებს ახალი პროექტები და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთი დაუთმოს

146

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზადა „თანაინვესტირების ფონდის“ რვა ახალი პროექტი დაინტერესებულ ინვესტორს გადასცეს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, სადაც მედიას ფონდის ახალი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, პროექტები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ინვესტირებით ხორციელდება და ის მზადაა პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მხოლოდ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებით, ყოველგვარი კომერციული სარგებლის გარეშე გადასცეს ისინი დაინტერესებულ ინვესტორს.

გარდა ამისა, „თანაინვესტირების ფონდი“ მზადაა დათმოს თაბორის მთაზე 29 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც ფონდი დღეს წარდგენილი პროექტის მიხედვით, სარეკრეაციო სივრცის მოწყობას აპირებს.

„ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამოცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, ფონდი მზადაა იგივე პირობებით დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია „ფინსერვისის“ კუთვნილებაში არსებული 10 ჰა ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად” – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.