LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამდებობიდან გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე კაბინეტში ჩაიკეტა

2086
gk_bba488ec

ფოთის პორტის საკითხის გამო, თანამდებობიდან გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე მედიის კითხვებს გაურბის. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსი, რომლის ბრძანების საფუძველზეც გაიცა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა, კაბინეტშია ჩაკეტილი და შენობას არ ტოვებს.

როგორც „რუსთავი 2“ წერს, ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ჩაკეტეს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კარი და ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს.

სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კაკაურიძე სააგენტოში აღარ იმყოფება.

ხმაური ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გუშინ ღამით დაიწყო, როდესაც ფოთის პორტის მფლობელმა განცხადება გაავრცელა, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს, ამ განცხადებას მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის უმწვავესი რეაქცია და მამუკა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფმა პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლების თამაში მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

საეჭვოა, ამ მასშტაბის გადაწყვეტილება ქვედა რგოლს მიეღო - გამოხმაურებები ფოთის პორტზე

საპარლამენტო უმრავლესობაში განვითარებულ მოვლენებს არასასურველ შეცდომად აფასებენ.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე გათავისუფლებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g