LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი ბიძინა ივანიშვილია” – განათლების მინისტრი

387
მიხეილი

განათლების გაშვებული და უკან მობრუნებული მინისტრი ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული სიტყვებით ამკობს და აქებს. მიხეილ ჩხენკელმა ის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.

განსხვავებულად ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი “- ამბობს მიხეილ ჩხენკელი. 

მისი თქმით, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, ივანიშვილი ახარებდა ვაზს და მომავალ თაობებს უნიკალურ ჯიშებს უნარჩუნებდა.

"ამ თემას არ ვეშვები ... ქართული სუფრა ყველაზე დიდი მონაპოვარია" - ბიძინა ივანიშვილი

ქართული სუფრა სიყვარულისა და ბედნიერების ფოიერვერკია.

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ ჩვენი დიდ ლოტბარი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას.

ვაზსა და პოლიფონიას შორის ჰარმონიული კავშირი არსებობს და როგორც მე ვიცი, ამ ჯიშების რამდენიმე ძირიღა იყო შემორჩენილი და სწორედ ბატონი ბიძინას ძალისხმევის შედეგად შეუნარჩუნდა მომავალ თაობებს ეს მემკვიდრეობა. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნიკალურ ჯიშებს უნარჩუნებდა.

უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, ვინც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს“,- განაცხადა ჩხენკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები