LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, პროგრესისთვის კი საჭიროა არამარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა – გიორგი ხელაშვილი

54
cfbhdxfhb

როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის საჭიროა, არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შესაძლებლობას.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის დიალოგისთვის და სივრცე კონკრეტული შეთანხმებებისთვის არსებობს.

„პარტიის შიგნით საუბარი სხვადასხვა ფორმატით მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მოაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ საუბარი რაზე იყო. რაც ამ შეხვედრაზე გაჟღერდა იყო ის, რომ ქართულ ოპოზიციას ბატონმა მიშელმა მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და დრო დაგვითქვა, რომ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გარკვეულ პროგრესს უნდა მივაღწიოთ. ვფიქრობ, ეს პროგრესი შეიძლება მიღწეული იყოს“. – განაცხადა ხელაშვილმა.

ამასთან, ხელაშვილი მიიჩნევს, რომ პროგრესისთვის საჭიროა არამარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა.

„ნახეთ, პირველივე საათებში, როგორც კი მოლაპარაკება დასრულდა, რა ხდებოდა პარლამენტის გარეთ. ის, რაც პარლამენტის გარეთ ხდებოდა ნებისმიერი შიდა და გარე დამკვირვებლისთვის ძალიან მსგავსი იყო იმის, რაც ხდებოდა კაპიტოლიუმის გარეთ 6 იანვარს. 4 მარტსაც დაანონსებულია კაპიტოლიუმთან რაღაც არეულობა. შესაბამისად, ეს ტაქტიკა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების და მასზე თავდასხმის მარტო ქართული მოვლენა არ არის. ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს იმაზე, მათ რა უნდათ. უნდათ მათ მუდმივად ამ არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა თუ რეალურად შედეგის მიღწევა სურთ. ექვსი საკითხი, რომელიც სავარაუდოდ განიხილება, ყველა მოლაპარაკების თემაა. ოპოზიციის მხრიდან ისე წარმოდგენა, რომ იქ რაღაც წინასწარ არის შეთანხმებული ეს აბსურდი და არასწორია. ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზეც პოზიციების შეჯერება უნდა მოხდეს. ეს, რომ წინასწარ გადაწყვეტილი ყოფილიყო მაშინ  ორკვირიანი ვადა მოლაპარაკებებითვის და დიალოგის აუცილებლობა საჭირო აღარ იქნებოდა“, – განაცხადა ხელაშვილმა.

შეგახსენებთ,  ოპოზიციამ აქციის ფორმატი გუშინ შეცვალა და კანცელარიის შენობის პიკეტირება გადაიფიქრა. მიუხედავად მზაობისა, ჯერჯერობით ფასილიტატორების მონაწილეობით მოლაპარაკება არ ჩანიშნულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g