დიზაინერი ლაკო ბუკია მომხმარებელს შემოდგომა-ზაფხული 2017 წლის ახალ კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას თავად დიზაინერმა აღნიშნა, კოლექციაში შედის: შარვლები, კაბები, მაისურები, რომელთა ფასიც 300 ლარიდან იწყება.
პროდუქცია სხვადასხვა ქსოვილისგან არის შეკერილი და მისი ძირითადი ნაწილი ჭრელი ფერისაა.
სასურველი მოდელის შესაძენად ესტუმრეთ მაღაზიას მისამართზე: ფალიაშვილის 39ა.