დიზაინერი სალომე ტყაბლაძე მომხმარებელს ტანისამოსის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა განაცხადა, კოლექციაში შედის ქალის ნაჭრის და ტყავის შარვლები, კაბები და ფეხსაცმელები, პროდუქციის მინიმალური ფასი 300 ლარია, გეტყვით იმასაც, რომ კოლექციაში მასალად უმეტესაც ტყავია გამოყენებული.
ამას გარდა, დიზაინერი მუშაობს კერძო შეკვეთებსაც, შესაბამისად გაქვთ შესაძლებლობა სასურველი ფორმისა და დიზაინის ტანისამოსი შეიკეროთ.
სასურველი პროდუქციის შესაძენად უნდა მიბრძანდეთ დიზაინერის შოუ რუმში აბაშიძის N17.