LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტანსაცმლის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებელთა პრობლემები განიხილეს

60

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ტანსაცმლის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. როგორც  რაზმაძემ აღნიშნა, ბიზნესმენებთან შეხვედრები არის ნაყოფიერი და შედეგიანი.

„ყველა ის საკითხი, რაც ბიზნესმენებმა დააყენეს წინა შეხვედრების დროს, იყო გათვალისწინებული და გამოსწორებული –  ეს ეხებოდა საჯარიმო სანქციებს, თანხის გადახდის ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ახალ რეგულაციებს „თეთრი სიის“ წარმოების კუთხით.  ჩვენ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ უკვე იმ ბიზნესმენებს შევხდებით, რომლებთანაც ერთხელ უკვე გვქონდა შეხვედრა“, -განაცხადა ლევან რაზმაძემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.

შემდეგი, მეთორმეტე შეხვედრა ჩატარდება 12 ოქტომბერს და მოწვეულები იქნებიან დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები.

magti 5g