LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა

194
11

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელსაც პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო სამწლიანი გამოცდილება აქვს. კონკურსის მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებაც. ასევე, უნდა  ჰყავდეს  თანამშრომელი,  რომელსაც  არქიტექტორად  მუშაობის ათწლიანი გამოცდილება და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა ექნება დაპროექტებული.

ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.

კონკურსის პირობების და საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი შეფასების კრიტერიუმების ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 28 დეკემბერი.

 

magti 5g