LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიებით და ბორტებით, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არ არიან – აეროპორტების გაერთიანება

158
Untitled design (1)

„საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რუსეთთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ავრცელებს.

„შემოსულია რამდენიმე განაცხადი საქართველო-რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის მოთხოვნით“ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, გადაწყვეტილება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე ვრცელდება:

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ.

განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეიდან, 15 მაისიდან, ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

ამავე თემაზე:

„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება… შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს“ – ფინანსთა მინისტრი რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ

„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს!” – ალეკო ელისაშვილი

რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება მესამე ქვეყნის გამოყენებით აღარ მოუწევთ – მარიამ ქვრივიშვილი

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას