ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე დაწესებული რეგულაციების აღსრულების თაობაზე კითხვები არაა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება – როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან მიმართებით. ამ მიმართულებით მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობას ვერ განახორციელებენ.
შესაბამისად, შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული რეგულაციების აღსრულებაზე, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დაწესებული, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც ახლაა და არ მომავალში არ იქნება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა.