ტაქსების სპეციალური მანათობელი A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს ვალდებულება აქვთ, რომ თეთრი ფერის ტაქსები ყავდეთ, თუმცა მანქანების გადაღებვის ვალდებულება მერიამ საკუთარ თავზე აიღო.
“მინდა დავიწყო ტაქსების რეფორმით, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია. თქვენ იცით, რომ არის ლიცენზიის ორი მიმართულებ, A და B კატეგორიები. B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსების გადაღებვის, არც ტაქსის მანიშნებელის დაყებნების. მათ აქვთ შესაძლებელობა “ტაქსიფაის” და “უბერის” სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.
რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება, ყავდეთ თეთრი ფერის ავტომობილი. გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხიმგებლობა და მათ არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. სარეკლამო კომპანია, რომელიც არის ტენდერში გამარჯვებული, ამ პროექტს განახორციელებს. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ტაქსის მძღოლს უნდა ქონდეს ტექდათავლიერება გავლილი და ორ კვირაში უნდა მიმართოს შესაბამის კომპანიას. გარდა ამისა, მათ აქვთ პრივილეგია, რომ ქალაქში გამოყოფილია მათთვის სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც არანაირი გადასახადი არ ექნებათ. ასევე აქვთ შესაძებლობა რომ საკუთარ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხმები ეს იქნება მათი საკუთრება.
ჩვენ ვთქვით, რომ გავაკეთებდით და გავამზადებდით სპეციალურ მანათობელს, რომელიც ასევე მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემა A კატეგორიის მქონე ტაქისის მძღოლებს. მას აქვს რამდენიმე ფუნქცია, წითელი ფერის იქნება მაშინ, როდესაც მგზავრი უზის და დაკავებულია ტაქსი. დღის განმავლობაში ექნება ჩვეულებრივი ფერი, ღამით კი დასანახი რომ იყოს განათდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.