LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლების ნაწილს ავტომანქანის თეთრად შეღებვის და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერები გადაეცემათ

106

ტაქსს, რომელიც რეგისტრირებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და აქვს არის 4 კარი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის თეთრად შეღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა და ახლაც მიმდინარეობს ნებართვების გაცემა მსურველებზე. ამის პარალელურად, 1 ოქტომბრიდან თბილისში უკვე მოძრაობენ რეგისტრირებული ტაქსები. ლიცენზიის მქონე ტაქსები და კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.

“როგორც მოგეხსენებათ, ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ვიზუალური სტანდარტის ამოქმედებას ითვალისწინებს. ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს და თქვენ იცით, რომ საკრებულოში ჩვენ მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. ჩვენ კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ლიცენზირებულ მძღოლებს ექნებათ ბენეფიტები, ეს არის საშემოსავლოსგან გათავისუფლება, რეგისტრირებული ტაქსების მძღოლებს ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ დამატებითი შემოსავალი სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსებით, საპარკინგე ადგილები იქნება გამოყოფილი, რომელიც მათთვის იქნება უფასო და მათ ასევე საჩუქრად გადაეცემათ სახურავზე განსათავსებელი მანათობელი.

“მთავარი სიახლე კი გახლავთ ის, რომ კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებში, მფლობელს, რომლის ტაქსი რეგისტრირებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და აქვს არის 4 კარი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი.

“ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ტაქსის მფლობელებს მდგომარეობას და ამასთან, ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ტაქსების შეღებვის ვაუჩერი ტაქსების მფლობელებს გადაეცემათ სრულიად უსასყიდლოდ და მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ. ახლა ჰოლანდიის და თბილისის შტაბკვარტირებმა ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია დედაქალაქის მერიის, კალაძის რეფრომა ტაქსებთან, ტაქსის ფერებთან დაკავშირებით.

“ტაქსებთან დაკავშირებული კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა მოთხოვნაზე. მხედველობაში მაქვს ტაქსების ჰიგიენური მდგომარეობა. ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე ტაქსებს გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ტაქსის მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.

“სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები განხორციელდება 2018-2019 წლის პერიოდში და 2019 წლის 1 ოქტომბრისთვის ტაქსის ბაზარი განახლებული იქნება თეთრი, მოწესრიგებული ტაქსებით და მგონია რომ საზოგადოების მხრიდან გვექნება მხარდაჭერა.  მინდა კარგად გვესმოდეს, რომ ტაქსის რეფორმა ემსახურება ამ სფეროს განვითარებას და მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება უკეთესი მომსახურების მიწოდებას.

“მე ვსაუბრობდი ასევე, რომ ტაქსის რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში ტაქსებისთვის გამოიყოფოდა სპეციალური ადგილები. მინდა გაცნობოთ, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში გამოიწერება ჯარიმა. ამ ადგილებზე სპეციალურად აღინიშნება, რომ იგი განკუთვნილია ტაქსებისთვის. რასაკვირველია, ტაქსები უფასოდ ისარგებლებენ მათთვის გამოყოფილი სპეციალური სადგომებით.

“ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა გამოვყოთ დამატებითი ადგილები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედა და ვერ განახორციელა ეს რეფორმა. საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, ეს კეთდება ხალხის საკეთილდღეოდ, პარალელურად ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ეყოლება სრულად განახლებული ავტობუსების პარკი,” – განაცხადა კახა კალაძემ.