LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლის მკვლელობის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი დააკავეს

307
პოლიცია-2-678x381

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. დაკავებული 23 წლის მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვრცელდება ინფორმაცია რომ დაღუპული ტაქსის მძღოლი იყო.

თბილისში ტაქსის მძღოლი მოკლეს

კაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g