LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსისტად ან კურიერად მუშაობა მენტალური ჯანმრთელობისთვის საშიშია – ახალი კვლევა

43
32465

ტაქსისტები და მიტანის სერვისის კურიერები მენტალურ პრობლემებს უფრო ხშირად ებრძვიან, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ უახლეს კვლევაში.
კვლევაში მონაწილეობა 3,6 ათასზე მეტმა ტაქსისტმა და კურიერმა მიიღო.

აღმოჩნდა, რომ მათ უფრო ხშირად აქვთ სამსახურებრივი დატვირთვა, შრომის ანაზღაურება შედარებით დაბალია და ემოციური მხარდაჭერა არ არსებობს. უფრო მეტიც, ისინი უფრო ხშირად განიცდიან მარტოობას იმის გამო რომ კოლეგებთან ურთიერთობა ნაკლებად უწევთ.

ისინი იშვიათად ნახულობენ ოჯახსაც, რაც ფსიქიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ყველა ამ ფაქტორის შედეგი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებია.

საინტერესოა, რომ გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველი მე-8 ადამიანი ამ გართულებას ებრძვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები