LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსისტმა ტურისტებს ფულით სავსე ჩანთა დაუბრუნა

26

ტაილანდელმა ტაქსისტმა ტურისტებს ფულით სავსე ჩანთა დაუბრუნა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, პხუკეტის პროვინციაში მოხდა.

ბრიტანელმა ტურისტებმა დენი კევინ მაკნიმ და ეიპრილ კაშმა ტაქსი სასტუმროში გამოიძახეს და როდესაც დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ფულით, დოკუმენტებითა და სხვა ძვირფასი ნივთებით სავსე ჩანთა ავტომობილში დარჩათ. დაზარალებულებმა მაშინვე პოლიციას მიმართეს და სამართალდამცავებსაც ტაქსისტის ვინაობის დადგენა არ გასჭირვებიათ. ისინი მძღოლს დაუკავშირდნენ და მანაც დაკარგული ჩანთა მფლობელებს დაუბრუნა. მძღოლის განცხადებით, მან დატოვებული ბარგი გვიან შეამჩნია და სანამ პოლიციიდან დაუკავშირდებოდნენ, მანამდეც ტურისტებისთვის დაბრუნებას გეგმავდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები