თარხან ბათირაშვილი მკვდარია, ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა. „ბიბისის“ ცნობით, ბათირაშვილი, იგივე ალ-შიშანი ამერიკული ავიაციის მიერ სირიის დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი რაქას საავადმყოფოში, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობით იყო მოთავსებული.
აშშ-ს ავიაციამ ავტოკოლონაზე, სადაც თარხან ბათირაშვილი იმყოფებოდა, 4 მარტს მიიტანა იერიში, სირიის ქალაქ შადადისთან ახლოს.
ალ შიშანის რამდენიმე საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა „ისლამურ სახელმწიფოში“.
ბათირაშვილი 1986 წელს პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში დაიბადა.