LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარხან ბათირაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

138

სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კირიტიკულია და ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება. ბათირაშვილი ამერიკული მხარის მიერ სირიის დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა, ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

„ფრანს პრესი“ ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რამი აბდელ რახმანზე დაყრდნობით იუწყება, რომ შიშანს დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია და იგი აპარატზეა შეერთებული.

მისივე თქმით, ჯიჰადისტების ქართული წარმოშობის ლიდერი სირიის ქალაქ რაქაში იმყოფება.

9 მარტს პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 4 მარტს აშშ-ს მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, სავარაუდოდ, ალ-შიშანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია, მოგვიანებით, არ დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g