„ქართული ოცნება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 26 მაისს, 00:01 საათზე მთელ საქართველოში აქცია გაიმართება – „ტაში ქართულ ჯარს.”
„კორპუსებისა და სახლების აივნებიდან და ფანჯრებიდან, გთხოვთ, 1 წუთის განმავლობაში ტაშის დაკვრით მადლობა გადავუხადოთ ქართველ სამხედროებს“, –ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კამპანია თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.