LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტასი: ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაცია დარეგულირდა, ფეხით საზღვრის გადაკვეთის მსურველების რიგი აღარ არის

174
Capture

“ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაციის ნორმალიზება მოხდა და ფეხით საზღვრის გადაკვეთის მსურველების რიგი აღარ არის”, – ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ იუწყება.

მედიის ინფრმაციით, მანქანები ორი კილომეტრის მანძილზე ერთ რიგად დგანან, არსებითად გაიზარდა კოლონის მოძრაობის სიჩქარეც.

აღნიშნული მედიის მონაცემებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 4800-მდე ავტომობილი ელოდება, საიდანაც დაახლოებით 3000 მსუბუქი მანქანაა.

მანამდე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ორ დღეში რუსეთიდან საქართველოში 20 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g