მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების პოპულარიზაციას ეწევა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აჩმის ფოტო გამოაქვეყნა.
თანმხლებ ტექსტში ვკითხულობთ:
„აჩმა ქართული კერძია, რომელიც ყველით სავსე ცომის რამდენიმე თხელი ფენისგან შედგება და მისი ზედაპირი განსაკუთრებულად ხრაშუნაა. მრავალფენიანობიდან გამომდინარე ტურისტები მას ლაზანიასაც კი ადარებენ. აჩმის სამშობლოდ დასავლეთ საქართველოა მიჩნეული, კერძოდ, აჭარა და აფხაზეთი“.