მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდი „TasteAtlas“ საკუთარი ვებგვერდის ვიზიტორებს, მომხმარებელთა რეიტინგებზე დაყრდნობით, ბატკნისა და ცხვრის ხორცით მომზადებული ქართული კერძების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
ჩამონათვალი სულ 5 კერძისგან შედგება. ეს კერძებია: ჩანახი, ჩაქაფული, ხაშლამა, ბუღლამა და ყაურმა.
რეიტინგის ლიდერი კერძის – ჩანახის შესახებ ვკითხულობთ, რომ ეს არის ნოყიერი, რაგუს სტილის ქართული კერძი, რომლის ინგრედიენტებიცაა: ბატკნის ხორცი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, ცხარე წიწაკა, პომიდორი, ქინძი, რეჰანი, მარილი და რომ ჩანახი თიხის ჭურჭელში მზადდება.
