LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TasteAtlas შოთის პურის შესახებ წერს

141
შოთის პური

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თონეში ქართული ტრადიციული პურის ცხობის ამსახველი ფოტო და შოთის პურის შესახებ ინფორმაცია განათავსა.

ფოტოს თანმხლებ ტექსტში ვკითხულობთ, რომ შოთის პური ფქვილისგან, წყლისგან, მარილისა და საფუვრისგან მზადდება და ის მრგვალი ფორმის ღუმელში – თონეში ოქროსფერ შეფერილობამდე ცხვება.

TasteAtlas აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოში შოთის პურს ყოველდღიურადაც მიირთმევენ, თუმცა მას სუფრაზე საპატიო ადგილი უფრო განსაკუთრებულ დღესასწაულებზე – აღდგომაზე, შობასა და დაბადების დღეზე უკავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g