LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატა ხვედელიანი: აშშ-თან ურთიერთობის რეალური გადატვირთვისთვის რაიმე რესურსი რომ ყოფილიყო, შეხვედრები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებით დაკომპლექტდებოდა

114
ტატა ხვედელიანი

ქვეყნის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წინაღობა „ქართული ოცნებაა“. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ მათთან ურთიერთობა ვერ იტვირთება, რაც „ოცნების“ „დამსახურება“, მათი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს“.

„ამერიკაში შეხვედრები იმართება, მაგრამ ამ შეხვედრებიდან გამომდინარე რაიმე რესურსი რომ ყოფილიყო ურთიერთობის რეალური გადატვირთვისთვის, არ მგონია, დეპუტატები გაეშვათ. მაშინ, შეხვედრები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებით დაკომპლექტდებოდა. ეს ჩვეულებრივი შეხვედრებია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. სამხარაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძე: ახლახან დასრულდა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრენდან ჰანრაჰანთან, დავუდასტურე მზაობა, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g