ირაკლი კობახიძე მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ფასები შემცირდებოდა, მაგრამ ეს ვერცერთ პროდუქტზე ვერ ვნახეთ, ფასების კომისიის სხდომები არაკომპეტენტურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
„ირაკლი კობახიძის მიდგომები და იუმორისტული სკეტჩები, რომელსაც ის დგამს, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან, რადგან კვერცხის ფასთან დამარცხდა და ახლა უკვე ხორცის ფასთან ილაშქრებს. სურს, ეს ყველაფერი ჩამოირეცხოს. მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ფასები შემცირდებოდა, მაგრამ ფასების შემცირება ვერცერთ პროდუქტზე ვერ ვნახეთ. ფასების შემცირების დაანონსების შემდეგ, ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა 30%-ით, პურ-პროდუქტებზე ცხრა პროცენტით, ხორცეულზე შვიდი პროცენტით, ასევე გაზრდილია ფასი კვერცხსა და რძის ნაწარმზე. შესაბამისად, ეს პროცესი ემსახურება იმას, რომ როგორღაც ჩამოირეცხოს დანაშაული. მან კიდევ ერთხელ მოატყუა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა. ფასების კომისიები არაკომპეტენტურად, არაპროფესიონალურად მიმდინარეობს და ცდილობენ, იუმორისტული სკეტჩებით შეცვალონ. ეს არის, პირველ რიგში, ძალიან მძიმე მოსასმენი.
ვის ხელში ვართ? ქვეყანაზე პასუხისმგებელი ადამიანი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა გამოწვევების წინაშე დგას ხალხი. ის, რომ ხალხს შია და დიახაც, ხალხისთვის პრობლემაა ხორცის შეძენა, უკვე ასე იუმორისტულად იყენებს, თურმე ათ ლარად ვიყიდით ხორცს. გვანახოს, სად ყიდულობს ათ ლარად ხორცს იმ მოპარული ფულით?“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
⭕⬇ ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს – წაგიყვანოთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? საქონლის და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 28 აპრილი, 2026
