LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატა ხვედელიანი: „საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებული“

110
ტატა ხვედელიანი

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებული.

როგორც ხვედელიანმა განაცხადა, ხელისუფლებამ პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს.

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ

შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების N3 დანართში ჩამოთვლილია ის პროფესიები და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.

„ზოგადად, ეს გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებულია, რადგან ჩვენს მოსახლეობას ეს პრობლემა, დიდი ხანია, აწუხებს. ამაზე საუბარი მუდმივად არის. ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, როგორც სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იძულების წესით იღებს, რათა საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება სწორია.

სახელმწიფომ ბიზნესს სტანდარტები უნდა შესთავაზოს და ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ქვეყანაში ქართველები მძიმე მდგომარეობაში არიან, გარბიან ქვეყნიდან იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რომელიც „ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა. ქვეყნის ხელისუფლებამ პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g