თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, თათული ჯანჯღავა, სწავლას აშშ-ში გააგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, თათული ჯანჯღავა UNC Chapel Hill-ის Kenan-Flagler Business School-ში ისწავლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA) Forté Fellowship-ის 70%-იანი დაფინანსებით.
„თათულიმ აგრეთვე დაფინანსება მიიღო აშშ-ის კიდევ სამი უნივერსიტეტისგან: Emory University Goizueta Business School, Georgetown University McDonough Business School, Indiana University Kelley Business School, თუმცა თათულიმ არჩევანი Kenan-Flagler-ის ბიზნეს სკოლაზე გააკეთა“, – აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, თათული ჯანჯღავა, სწავლას აშშ-ში…
Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on ორშაბათი, 04 აგვისტო, 2025