LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ – სტრასბურგმა სარჩელი მიიღო

ტატუნაშვილი

სტრასბურგის სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი მიიღო.ყოფილი სამხედროს, ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ინტერესების დასაცავად ევროსასამართლოს ცენტრმა ემპათიამ მიმართა

ცენტრმა სარჩელი არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის  წინააღმდეგ 2018 წლის 22 აგვსიტოს გააგზავნა. სარჩელთან ერთად სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87 გვერდიანი კომპლექსურ კომისიური დასკვნა, სადაც წერია რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხოვნალში წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის მამა  იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მისი  შვილის მკვლელების მიმართ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე, იმედი მაქვს, როცა იქნება დამნაშავეებს პასუხს მოსთხოვენ და გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“, – განაცხადა გივი ტატუნაშვილმა.

ტატუნაშვილი, ყოფილი სამხედრო, რომელიც საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა, ორ ადამიანთან ერთად 22 თებერვალს დააკავა ოსურმა მხარემ.

ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო, რა დროსაც იგი იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი თამარ ავალიანი განმარტავდა, ექსპერტიზის შედეგები იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ატუნაშვილს დაზიანებები სიცოცხლეში მიაყენეს.

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა თითქმის ერთი თვე გაჭიანურდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები