საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.
კონსტანტინე გამსახურდია მადლობას უხდის თავდაცვის მინისტრს, რომელმაც ოჯახს მისი ძმის რეაბილიტაციისთვის საჩუქარი გაუკეთა.
„ცოტნეს რეაბილიტაციისთვის გადადგმული თითოეულ ნაბიჯი ნამდვილი ზეიმია მთელი ოჯახისთვის.
ამჯერად, ჩვენი ოჯახის სახელით, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო თავდაცვის მინისტრის, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ, რომელმაც იზრუნა ცოტნეს ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციისთვის და უმნიშვნელოვანესი საჩუქარი გაგვიკეთა – უზრუნველყო ცოტნე დღესდღეობით მსოფლიოში არსებული საუკეთესო ელექტრო ეტლი-ტრანსფორმერით, რომელიც რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან ძალიან ბევრ საჭირო ფუნქციას ითავსებს.
ეს მრავალფუნქციური ეტლი მხოლოდ გერმანიაში მზადდება. უღრმესი მადლობა ბატონო ჯუანშერს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი დიპლომატიური უწყების ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ეტლის შეძენასა და საქართველოში გადმოგზავნაში.“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.