LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რომან შენგელიამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო

143

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით რომან შენგელიას შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინეს.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტის აღკვეთის დროს გარდაცვლილის მამას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და უწყების სხვა თანამშრომლებმა, შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა რომან შენგელიას მომხდარის დეტალები გააცნეს და კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირები 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე შეიჭრნენ. სამი უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

 

mazda magti 5g