LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზორია : „კრწანისში“ მომხდარის შემდეგ გუშაგმა პირველი რაც თქვა, ეს იყო: ” მე მეცოდება მისი დედა”

70

თავდაცვის მინისტრის თქმით, გუშაგი, რომელმაც „კრწანისის“ ცენტრში გიორგი შენგელიას ესროლა, მძიმე მდგომარეობაშია და მას ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა, ამის შესახებ ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

”მე არ შევალ დისკუსიაში ოჯახის წარმომადგენლებთან. ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. ეს აწუხებს ყველას და ეს პირველ რიგში აწუხებს იმ გუშაგსაც, რომელსაც მთელი დღე ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. პირველი რაც მან თქვა, ეს იყო ”მე მეცოდება მისი დედაო”. ჩვენ ადამიანები ვართ, ყველას გარკვეული ემოციები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, გუშაგი, რომელიც სავალდებულო სამსახურს იხდის თავისი ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე, პირველადი მონაცემებით და აქ შემიძლია გარკვეული მხარეც კი ვიყო, როგორც თავდაცვის მინისტრი და დაბეჯითებით ვთქვა, გუშაგი მოქმედებდა აბსოლუტურად ნორმების შესაბამისად. ამის საფუძველს მაძლევს ის მტკიცებულებები, რაც იქ იქნა აღმოჩენილი, კერძოდ, 5 მასრა. გუშაგმა განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა, მანამდე კი სიტყვიერი გაფრთხილება, საპასუხოდ მიიღო თავდასხმა. შესაბამისად, მას ნორმა ავალდებულებდა მოქმედებას და ეს მოქმედება განახორციელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნებოდა კანონდამრღვევი და აგებდა სისხლის სამართლის ნორმით პასუხს”, -განაცხადა იზორიამ.
რაც შეეხება ოჯახის პრეტენზიას, რომ ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს ტერიტორიაზე, იზორიამ განაცხადა, რომ გარკვეული სპეკულაციები მოისმინა, თითქოს გარკვეული საგამოძიებო ორგანოები არ მოქმედებდნენ მყისიერად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

”სამხედრო პოლიცია ყოველთვის ბაზაზე იმყოფება. ასე რომ, მაშინვე იყო რეაგირება, მაშინვე დაიწყო გუშაგის გამოკითხვა. მაშინვე გამოცხადა გარკვეული ოპერატიული დანაყოფი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყო და ეს გარკვეულ გონივრულ ვადებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება ცხედრის აღმოჩენას, ეს ფაქტი მოხდა დილის ოთხის ნახევარზე, როდესაც ხილვადობა ჭირს და როდესაც ხილვადობა იყო ასპროცენტიანი, მაშინ მოხდა მისი პოვნა 100 მეტრის რადიუსში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები