LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს:„გერმანიაში ელჩად ვინიშნები”

200
ლევან-იზორია-1

ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს. როგორც მან POSTV-ის ეთერში განაცხადა, გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული და არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს. იზორია ასევე აცხადებს, რომ გერმანიაში ელჩად ინიშნება.

“ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევა და პატივია”, – განაცხადა იზორიამ და აღნიშნა, რომ გერმანიაში 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები აქვს, რადგან იქ მიიღო მაგისტრის ხარისხი და შემდეგ აგრძელებდა მუშაობს.

ლევან იზორია გერმანიაში თებერვალში ჩავა, მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები