LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იზორია, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება

114
60708351_2543952538970806_6374184526184185856_o

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში.

მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას გამოეხმაურა, რომელსაც საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა რეკომენდირებული არ ჰგონია. ლევან იზორიამ ამ პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ის, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება.

“საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში” – ამბობს მინისტრი

ლევან იზორიამ ამერიკაში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველო-ამერიკას შორის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები