ბრაზილიის ერთ-ერთ ბაგა ბაღში მომხდარ თავდასხმას ოთხი ბავშვისა და მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბაგა ბაღის დაცვის ყოფილმა წევრმა 4 წლამდე ბავშვებს და პედაგოგს საწვავი გადაასხა და დაწვა. ადგილზე მისულ პოლიციას მასწავლებელი და ბავშვები უკვე გარდაცვლილები დახვდათ, დანარჩენმა 15-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.