ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებულის მეგობარი „კურიერს“ უყვება, რომ ტრანსგენდერ ქალს რამდენიმე მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის გამო მიაყენა. ნაცემს სახეზე 7 ნაკერი ადევს.
მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.