LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდებში ვუდგები ყველაფრით, თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად: ავთანდილ ჭრიკიშვილი

364
ზვიადაური ჭრიკიშვილი

ზურაბ ზვიადაურს ოლიმპიური ჩემპიონები და პოლიტიკოსები თავდებში უდგებიან.

ერთ-ერთი ვინც ზვიადაურს თავდებში უდგება, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილია. ის ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა.

“19 წელია ვიცნობ ზვიადს. ზურას გამო შემიყვარდა ძიუდო… ერთ-ერთი საამაყო და მისაბაძი ადამიანია, ვისაც მე ძიუდოს ისტორიაში ვიცნობ. ” – ჭრიკიშვილი

როგოც ავთანდილ ჭრიკიშვილი აცხადებს, ის მზადაა თავდებში დაუდგეს ზურაბ ზვიადაურს რადგან დარწმუნებულია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი “ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს”

“არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყო არ ვიცი.” – აცხადებს ჭრიკიშვილი

ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება – მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით უკვე წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები