LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავი „მონანიების“ პერსონაჟი მეგონა, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

182
Untitled design

„მიუღებელია, როცა ხელისუფლების ერთი შტო მეორე შტოს მისამართით ასეთ ბრალდებებს ისვრის“, – ასე ეხმიანება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ მოხსენებას და შალვა პაპუაშვილის მიერ პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

გიორგი მსხილაძის თქმით, „პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა“.

„პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. ფილმ „მონანიების“ პერსონაჟად მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ. მიუღებელია, როცა ხელისუფლების ერთი შტო მეორე შტოს მისამართით ასეთ ბრალდებებს ისვრის“, – თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ცნობისათვის, დღეს, საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით პრაქტიკულად რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები. მისივე თქმით, „პრეზიდენტის ინსტიტუტი რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულშია ჩაბმული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები