21 აპრილს „თავისუფალ თეატრში“ დაგეგმილია სპექტაკლის „მარინა რევია“ პრემიერა. პიესის ავტორია ალექს ჩიღვინაძე, რეჟისორი — ლუკა ინწკირველი.
სპექტაკლი მოგვითხრობს დედის ისტორიას, რომელიც 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრუნდება ოჯახში და უპირისპირდება წარსულს, შვილთან ურთიერთობასა და დაუმუშავებელ შეცდომებს. დადგმა იკვლევს ოჯახურ ურთიერთობებში დაგროვილ დუმილსა და ტკივილს და სვამს კითხვას – შესაძლებელია თუ არა დაკარგული კავშირების აღდგენა, როცა სიმართლე დამალული იყო.
სპექტაკლი ეხება თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას – სიმართლის დამალვას სოციალური წნეხისა და „სახელის შელახვის“ შიშის გამო.
მონაწილეობენ: მაია ხორნაული, სალომე ესაძე, გიორგი ჩაჩუა და ლიზა რუხაძე.
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.
