LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ორმოც წლიანი მეგობრობისათვის… თქვენი სახელი სამუდამოდ ემახსოვრება მთელ ქართულ თეატრს“ – „თავისუფალი თეატრი“ ჯემალ ღაღანიძეზე

144
Untitled design (1)

მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თავისუფალი თეატრი  განცხადებას ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჯემალ ღაღანიძე 67 წელი ემსახურა თეატრს, რისთვისაც ისინი მადლობას უხდიან მსახიობს.

გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე

გია ბაღაშვილის გამოსათხოვარი ჯემალ ღაღანიძეს: „ჩემი მაესტრო” – ასე მომმართავდით, არადა, მთელი ცხოვრება მე ვსწავლობდი თქვენგან პროფესიონალიზმს…“

„ჩვენი ბატონი ჯემალი აღარაა, შეუერთდა მეგობრების უზარმაზარ გუნდს: რამაზს, გურამს, ედიშერს, კარლოს… მათ, ვინც მრავალი წლის მანძილზე ქმნიდა ქართული თეატრის დიდებას.

რუსთაველის თეატრის არაჩვეულებრივი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 67 წელი ერთგულად ემსახურა თავის ერთადერთ სათაყვანებელ თეატრს და მხოლოდ ერთხელ ითამაშა სხვა თეატრში და ეს თეატრი ჩვენი „თავისუფალი თეატრი“ იყო, სადაც მან პოლონიუსის როლი ითამაშა “ჰამლეტში”, მან არა მარტო შესანიშნავად ითამაშა ჩვენთან, ის ჩვენი თეატრის თავყრილობების მუდმივი წევრიც გახდა, ესწრებოდა ჩვენს სპექტაკლებს, გულშემატკივრობდა ჩვენს თეატრს. ამიტომაც, რუსთაველის თეატრთან ერთად, ჩვენც ვიძახით: აღარაა ჩვენი ბატონი ჯემალიო.. მე პირადად, ვმეგობრობდი მასთან, რამოდენიმეჯერ შევხვედრივარ მას მუშაობაში როგორც რუსთაველის თეატრში, ასევე კინოგადაღების მოედანზე, მისი მოსვლა „თავისუფალ თეატრში“ და ძლია ვთქვა, რომ ეს არაჩვეულებრივი მსახიობი, ყველა რეჟისორისათვის კომფოიქ თამაში, იყო მისი უპირობო მხარდაჭერის, მისი მეგობრობის გამოხატულება. დარწმუნებით შემირტული მსახიობი იყო, ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ ის რობერტ სტურუას თილისმად ითვლებოდა.

ბატონო ჯემალ, მადლობა ორმოც წლიანი მეგობრობისათვის. მადლობა, რომ გვერდში ედექით “თავისუფალ თეატრს” დღიდან მისი დაარსებისა, მადლობა თქვენი ნიჭისთვის, თქვენი იუმორისთვის, ასე რომ გვიხალისებდა ცხოვრებას და მუშაობას. თქვენი სახელი სამუდამოდ ემახსოვრება მთელ ქართულ თეატრს, თქვენი მოსწრებული ფრაზები კი თაობებს გადაეცემა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები