ჯემალ ღაღანიძის ერთადერთი ქალიშვილი, ნათია ღაღანიძე თავისი ვაჟის, სანდრო მიკუჩაძის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:
„სანდროსთვის ჩემი მშობლები იყვნენ დედაც და მამაც. მე და სანდროს უფრო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასე ვართ. მთელი ცხოვრება სანდრო ჩემს მშობლებს ისე აღიქვამდა, როგორც მშობლებს.
მეორედ რომ შევქმენი ოჯახი, სანდროს გამო ჩემს მშობლებს ცუდი რეაქცია ჰქონდათ. მზე და მთვარე ამოსდიოდათ მასზე და ბავშვს რომ არ ენერვიულა, ამის გამო ჰქონდათ ცოტა უარყოფითი განწყობა. მერე, სანდროსთან რომ დალაგდა ყველაფერი, ესენიც დაწყნარდნენ. მშვენიერი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა…“
