საქართველოს სახალხო არტისტის, თეატრისა და კინოს მსახიობის, ჯემალ ღაღანიძის მეუღლე – ლენა ღაღანიძე-გერმესაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი, სანდრო მიკუჩაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გარდაიცვალა ბებიაჩემი ლენა ღაღანიძე-გერმესაშვილი.
პანაშვიდი სამშაბათს და ოთხშაბათს 16:00სთ-დან.
გასვენება ხუთშაბათს 14:00 სთ. ზაურ ბოლქვაძის 2 “, – წერს სანდრო მიკუჩაძე სოციალურ ქსელში.
ყველასათვის საყვარელი წყვილის ჯემალ ღაღანიძისა და მისი მეუღლის შესახებ გამოცემა „მარაომ“ რამდენიმე წლის წინ სტატია გამოაქვეყნა.
ინტერვიუში ჯემალ ღაღანიძე მეუღლის შესახებ ამბობდა:
„თეატრში 10 წლის მისული ვიყავი და ბევრი როლიც მქონდა ნათამაშები, საქართველოს დამსახურებული არტისტი ვიყავი, როცა ლენა გავიცანი. ჩემი ნაცნობი გოგონა მოვიდა თავის მეგობართან ერთად თეატრში და ლენა გამაცნო. რომ შევხედე, მომეწონა, ძალიან ლამაზი ქალი იყო. ბედმა თავისი ფეხით მოიყვანა თეატრში. მერე ისევ თეატრში დავუნიშნე პაემანი, სპექტაკლზე დავპატიჟე. არ იუარა და მოვიდა. ასე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა…
ლენას რომ შეხედავთ, ახლაც მშვენიერია და წარმოიდგინეთ, მაშინ როგორი გოგო იქნებოდა! ცნობილი მხატვრები ხატავდნენ და მის პორტრეტებს გამოფენებზე დაატარებდნენ“, – აღნიშნავდა ჯემალ ღაღანიძე.
„მეორედ რომ დავიბადო და ვთხოვდებოდე, ისევ ჯემალ ღაღანიძეს წავყვებოდი ცოლად და სხვას არავის! თაყვანისმცემლები არ მაკლდნენ, მაგრამ ჯემალი შეუდარებელი იყო. მან თავისი გულუბრყვილობით მომხიბლა, წესიერების განსახიერება იყო“, – ამბობდა „სარკესთან“ ელენე გერმესაშვილი.
