„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბს გია ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ის, პირადად „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარადგინა.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, გია ცაგარეიშვილს აქვს დიდი გამოცდილება საარჩევნო პროცესებში.
„იგი არის ჩვენი დეპუტატი პარლამენტში არაერთგზის მოწვევის. მას აქვს დიდი გამოცდილება საარჩევნო პროცესებში, როდესაც საქართველოში არაერთი არჩევნები დიდი ზეწოლის ქვეშ ტარდებოდა. ჩვენ დაგვიგროვდა მის მიმართ ნდობა და პროფესიული გამოცდილება, მას აძლევს სრულ კვალიფიკაციას, რომ იყოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, დღესვე, პარტია განახორციელებს შესაბამის პროცედურებს და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდება.