LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

99
252372425-10159745885017700-1475428913063085452-n

თავისუფალი უნივერსიტეტი საზოგადებას კიდევ ერთ წარმატებულ სტუდენტს აცნობს – ეს გიორგი აბაიაძეა.

საქმე ისაა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, გიორგი აბაიაძე სექტემბრიდან აშშ-ში აგრძელებს სწავლას. გიორგი სტენფორდის უნივერსიტეტში თანადაფინანსებით სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

შეგახსენებთ, 2 თვის წინ, უნივერსიტეტმა მარიამ გოლაშვილის შესახებაც გვიამბო. მაშინ, თავისუფალი უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში იუწყებოდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული, მარიამ გოლაშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებდა.

გაიცანით წარმატებული ქართველი გოგონა, რომელსაც ბრიტანეთის სამი უნივერსიტეტისგან ჰქონდა მოწვევა და მან University of Sussex აირჩია

„მარიამი University of Sussex-ში ისწავლის საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკური პერსპექტივების სპეციალიზაციით (PEPD). სასექსის უნივერსიტეტი ყველა ბრიტანულ საუნივერსიტეტო რეიტინგში ტოპ-ოცეულში შედის და არის ნობელის პრემიის 3 ლაურეატის, ბრიტანული აკადემიის 12 სტიპენდიანტისა და Crafoord-ის პრესტიჟული ლაურეატის ალმა-მატერი“, – აცხადებდნენ თავისუფალ უნივერსიტეტში.

ქართველები მსოფლიოს გიგანტ კომპანიებში: თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული Microsoft-ის გუნდს შეუერთდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g