LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები მსოფლიოს გიგანტ კომპანიებში: თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული Microsoft-ის გუნდს შეუერთდა

296
214177631-509995796874017-7017933657806929952-n

გიგანტ, საერთაშორისო კომპანიებში ქართველი ახალგაზრდების დასაქმების პროცესი გრძელდება. ამჯერად, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ლევან გოდერძიშვილმა მუშაობა დაიწყო Microsoft-ის პრაღის ოფისში.

აღსანიშნავია, რომ ლევანი იმუშავებს M365 Engineering Security-ს გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი კურსდამთავრდებული, ალექსანდრე ცხოვრებოვი Google-ის მიუნხენის ოფისში დასაქმდა. თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ალექსანდრე Google-ს Software Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდა, Moma Search-ის გუნდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები