”თავისუფალი დემოკრატების” გლდანის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის მერს ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს.
როგორც ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, გლდანში არსებული პატარა ტბის ტერიტორიაზე ნაგავი ყრია.
მისივე თქმით, დასუფთავების მოთხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.
„ჩვენ ტბაზე შეგროვებული ნაგავი ყუთში შევფუთეთ და მერიასთან მოვიტანეთ, იმედია, მიაქცევენ ყურადღებას იმ პრობლემას, რომელიც გლდანის მცხოვრებლებს აწუხებთ“, – განაცხადა გიგუაშვილმა.