LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფლება ძუძუებს“ – ერთი დღე ლიფის გარეშე!..

1476

13 ოქტომბერს აღინიშნება დღე ლიფის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები ერთი დღით მკერდს ბიუსჰალტერისგან ასვენებენ. ღონისძიება მკერდის კიბოს წინააღმდეგაა მიმართული, საინფორმაციო ხასიათს ატარებს და მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ.

ამ თარიღს საქართველოშიც ორიგინალურად უერთდებიან. „ტერასა 360“-ის მფლობელი თაკო დოლაბერიძე დღეს ღონისძიებას აწყობს. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სპეციალური მაისურითაა გადაღებული, მაისურზე შემდეგი წარწერაა: „თავისუფლება ძუძუებს!..“

თაკოს კომენტარისთვის მივმართეთ.

თაკო დოლაბერიძე:

ეს არის დღე ლიფის გარეშე, რომელიც მთელ მსოფლიოში 13 ოქტომბერს აღინიშნება. წინა წელსაც მინდოდა ამ ივენთის მოწყობა, მაგრამ ტერასა არ იყყო გადახურული და ვერ მოვახერხე, ახლა კი თავისუფლად იყო შესაძლებელი, ამიტომაც დავგეგმე. მაისურებზე წარწერები დავიტანეთ.

დღეს ყველა სტუმარი ქალბატონი ტერასაზე ლიფის გარეშე უნდა მოვიდეს. თუ ბიუსტჰალტერი ეცმევათ, „ფეის კონტროლის“ საშუალებით ვნახავთ, გავხდით და იქვე, თოკზე ჩამოვკიდებთ (იღიმის). მეც ულიფოდ ვაპირებ მისვლას.

სხვათა შორის, ყველა ადგილი დაჯავშნილია. რაც შეეხება თავად ღონისძიებას, იქნება დიჯეი, ყველა მოწვეული სტუმარი, მომღერლები სცენაზე ავლენ, მეც ვაპირებ სიმღერას (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g