LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წელია, რაც სკოლა დავამთავრე, მესმის – ერთი მთავრობა, მეორე მთავრობა, მესამე მთავრობა… საბოლოოდ, ძალიან ბევრი რამ, მაინც, ჩვენი ბრალია: თაკო დოლაბერიძე

133
e

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ივენთმენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ ისაუბრა.

დოლაბერიძემ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტიკოსების შეცვლილ დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აქვე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საკითხში, ბევრი პრობლემა ისევ და ისევ საზოგადოების ბრალია:

“რეალობა ის არის, რომ 30 წელია მესმის – ერთი მთავრობა, მეორე მთავრობა, მესამე მთავრობა, საბოლოოდ მგონია, რომ რაღაც პროცენტულად, დიდი ნაწილი, ძალიან ბევრი რამე მაინც ჩვენი ბრალია, მარტო მთავრობების ბრალი არ მგონია, რომ იყოს.

ჩვენ ვართ ადამიანები და ერი – მუშაობა ჩვენ არ გვინდა, ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა არ გვინდა, სულ ერთმანეთს ვებრძვით, სულ ერთმანეთის ჯიბრი გვაქვს, ერთმანეთის მიმართ სულ ცუდი რაღაცები გვამოძრავებს.

30 წელია, რაც სკოლა დავამთავრე და ვუყურებ, სულ ასეა, სულ არის ბრძოლა სკამისთვის, მეტი არაფრისთვის, მთავარია, იმ სკამზე მოხვდე და იმ სკამზე რომ მოხვდებიან, მერე ვსიო”, – აღნიშნა დოლაბერიძემ.

გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე, თუ რა ემართებათ სათავეში მოსულ ადამიანებს, დოლაბერიძე პასუხობს, რომ არასდროს ჰქონია ძალაუფლების სკამი და არ იცის, მათ რა ემართებათ.

დიალოგში ჩართვის შემდეგ კი ინგა გრიგოლიამ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:

“მე, მაგალითად, ვიცნობ ადამიანებს, მეგობრებად რომ ვთვლიდი, მეგონა რომ კარგად ვიცნობდი, მეგონა, რომ რა სკამზე უნდა დაჯდეს, რომ ის შეიცვალოს (მიხვდებიან ალბათ, ჯერ ვერ ვკადრულობ, სახელებით ველაპარაკო ) და მეუბნებიან, რომ:

ვაიმე, ინგა, პარტიამ გადაწყვიტა და ვერ მოვალ შენს გადაცემაში, მე კი მთელი ცხოვრება მეგობარი მეგონა, პატივს ვცემდი, კაცი მეგონა… “ვერ მოვალ, პარტიამ გადაწყვიტა”, რა ქნას, ასე უთხრეს…”

ამის საპასუხოდ დოლაბერიძემ განაცხადა:

“მეც რომ მეგონა, ჩემი მეგობარი იყო, ასე მითხრა: რას მიკეთებ, პარტიაში მარცხვენო?

დოლაბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ ის არც ერთ პარტიას მიეკუთვნება და სურს, ქვეყანაში პროგრესი იყოს:

“მე არავისტი არ ვარ, არც მიშისტი ვარ, არც ბიძინისტი ვარ, მე მინდა, ამ ქვეყანაში პროგრესი იყოს და წინ წავიდეთ. პირველად მჭირს ის, რომ რაღაც ნაცრისფრად თენდება და ნაცრისფრად ღამდება”, – თქვა დოლაბერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები