LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს” – ვლადიმერ პუტინს ჟენევაში აქციით დახვდნენ

81
1

ჟენევაში, აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის დაწყებამდე, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

აქციაზე ათეულობით ადამიანი ალექსეი ნავალნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა.

“გადაარჩინეთ ნავალნი”, “თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს” – სწორედ ამ წარწერებით გამოჩნდნენ აქტივისტები.

შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტების რანგში ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ვიწრო ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრებოდნენ.

ამ წუთებში კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს – მხარეები სტრატეგიულ სტაბილურობაზე, პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე, კონფლიქტებზე, უკრაინაში არსებულ მდგომარეობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები