მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი, საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. სასამართლო სხდომა 2 თებერვლისთვის გადაიდო.
დაცვის მხარემ მტკიცებულებების გასაცნობად, ასევე, მეტროსადგურიდან ვიდეოკადრების გამოსათხოვად დრო ითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომა 2 თებერვალს, 10.00 საათზე განახლდება.