არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომის 14 თავთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ბანერები გამოფინეს, რომლებზეც კითხვებია დატანილი: ,,ვის აქვს ოკუპირებული საქართველოს 20%? ვინ იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს? ვინ დაგვესხა თავს 2008 წელს? ვინ დაადგა ილორის ეკლესიას რუსული გუმბათი?”.
აქციის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა სწორედ თავისუფლების მოედნიდან გაგრძელდეს.
